რეზონანსი
22.10.2020

ეკა ბესელია პატიმართა ოჯახებს სოლიდარობას უცხადებს და რამდენიმე დღეში დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება. საინიციატივო ჯგუფი შაბათს პარლამენტის წინ ამნისტიის აქტის მიღებას მოითხოვს.

პარტია "სამართლიანობისთვის"და პატიმართა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სასამართლოს კლანი მართავს და მათ მიმართ სისტემა არასამართლიანია.

ეკა ბესელიას განცხადებით, ამნისტიის აქტის მიღება აუცილებელია იმ პატიმრებისთვის, რომლებმაც სამართლიანი სასამართლოთი ვერ ისარგებლეს და ვისი გათავისუფლებაც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

"ჩვენ სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო პრაქტიკულად წაგვართვა კლანურმა მმართველობამ სასამართლო სისტემაში. ამნისტიის აქტი არის ჰუმანური აქტი, რომელიც სჭირდებათ პატიმრობაში მყოფ იმ ადამიანებს, ვინც ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვისი გათავისუფლებაც არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საფრთხეს," - აღნიშნა ხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიიდან "სამართლიანობისთვის" ეკა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×