რეზონანსი
22.10.2020

დამნაშავეს, რომელმაც გუშინ ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ ადამიანები მძევლად აიყვანა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. ამის შესახებ „სპუტნიკს“ ე.წ. რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის“ ხელმძღვანელმა რუსტამ ლატიპოვმა განუცხადა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლატიპოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ერთად, სასაზღვრო პასუხისმგებლობის ზონაში მიღებული იქნება ყველა აუცილებლი ზომა, რათა არ დაუშვან დამნაშავის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა.

დღესვე „რესპუბლიკის“ უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ თქვა, რომ არარეალურად მიიჩნევს დამნაშავის მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობას.

მისივე თქმით, დაკავების შემთხვევაში, დამნაშავეს ქართულ მხარეს გადასცემენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გალელი   (22.10.2020)
როდესაც გზა იკეტება და ჩვენებურებს აუცილებლად სურთ გადმოსვლა რისკის ქვეშ ამ ტყის ბილიკებით გადმოდიან,მეგზურობენ აფხაზი ქალები და კაცები,გააჩნია ვის შეგახვედრებენ,იხდი ფულს.ამ დროისთვის შეიძლება ზუგდიდიდან გალში გადმომსვლელი იყოს და ასე გადმოვა

გალელი   (22.10.2020)
გალში არის ტყით გადასასვლელი საბილიკო გზა,გალიდან გადმომსვლელ მსურველებს ემსახურებიან ქალებიც და კაცებიც ფულის სანაცვლოდ.ასევე იქნება პირიქითაც,ისინი შეკრულნი არიან რუს სამხედროებთან,ვინც მაგ ბილიკებს აკონტროლებს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×