რეზონანსი
22.10.2020

ქარელში ქართული ოცნების დეპუტატი გაიტაცეს - ინფორმაციას ამის შესახებ "ტვ პირველი" ავერცელებს.

"ტვ პირველის" ცნობით, რამდენიმე წთ-ის წინ გატაცების ამბავი ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ დაადასტურა, თუმცა მან განაცხადა, რომ გატაცების სამიზნე არა დეპუტატი, არამედ მისი ავტომობილი იყო.

ზურაბ ახმედოვს თავს ორი დღის წინ დაესხნენ, როცა ის ფერმაში საკუთარი მანქანით მიდიოდა. დეპუატატი სამმა ნიღბიანმა მამაკაცმა გააჩერა, ის მანქანიდან გადმოიყვანეს და მანქანა გაიტაცეს.

ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძება აქტიურად მიმდინარეობს და ძალადობაში მონაწილე გაქცეულ 2 პირს ეძებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×