რეზონანსი
22.10.2020

თავ­დამ­სხმე­ლი, რო­მე­ლიც "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" შე­იჭ­რა, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე "ნი­სა­ნის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ვი­და. "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძარ­ცველ­მა ავ­ტო­მო­ბი­ლი ზუგ­დი­დი­დან მო­შო­რე­ბით გა­ა­ჩე­რა და მძღოლს ია­რა­ღის მუ­ქა­რით, ბან­კამ­დე მიყ­ვა­ნა აი­ძუ­ლა.

მას შემ­დეგ კი რაც გამ­სა­ხურ­დი­ას გამ­ზირ­ზე მი­სულ­მა უმი­სა­მარ­თო სრო­ლა და­ი­წყო, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა.

"გა­და­უდ­გა წინ, ჩა­უჯ­და და ერთი სი­ტყვით უთხრა, რომ პირ­და­პირ გა­აგ­რძე­ლე გზა, ნუ მე­პა­სუ­ხე­ბი რა­მე­სო... ხიდ­თან დახ­ვა და­ვითს, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით მი­დი­ო­და. რო­გორც და­ვი­თი ამ­ბობს, რო­გორც ბან­კში იყო, ზუს­ტად იმ ფორ­მა­ში იყო იქაც... ავ­ტო­მა­ტიც უნა­ხია" - ამ­ბობს მძღო­ლის ახ­ლო­ბე­ლი "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ზუგ­დიდ­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ფი­ლი­ალს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი თავს გუ­შინ და­ეს­ხა. შე­ნო­ბა­ში მძევ­ლად 19 ადა­მი­ა­ნი აიყ­ვა­ნა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ, 16 პირი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და ბან­კის შე­ნო­ბა მძევ­ლებ­თან ერ­თად მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც მისი მო­თხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×