რეზონანსი
23.10.2020

ექიმი თერაპევტი სოფიო ბერიძე გაზრდილ კოვიდშემთხვევებთან დაკავშირებით საჯარო პოსტს ავრცელებს და მოსახლეობას საჭირო მითითებებს აძლევს.

“აჭარაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებლი რჩება მაღალი და შედარებისთვის, ის უტოლდება და ასწრებს ევროპაში პირველი ტალღის გავრცელების პიკზე მყოფ რეგიონებს!

დიაგნოსტირების მთავარი სირთულე ისევ PCR ტესტირების შეზღუდვები და შეფერხებაა – რეალურად კი ამ გავრცელების პირობებში, კონტაქტით და მის გარეშეც, თუ გაქვთ ტემპერატურის მატება, კუნთების, ზურგის, თავის ტკივილი და ყნოსვისა და გემოვნების შეცვლა, ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ გაქვთ კოვიდი და ყოველგვარი დამატებითი ბიუროკრატიული ქმედებების, ტესტირებაზე დროის, ფულის, ნერვების და ძალისხმევის დახარჯვის გარეშე – უნდა დალიოთ ჩაი, ბევრი სითხე, იკვებოთ სწორად, ხშირად ანიავოთ ოთახი, იმოძრავოთ და რაც მთავარია – იყოთ იზოლაციაში!

ოღონდ ამ ყველაფერს თვალყურს უნდა ადევნებდეს – ექიმი!

აი, ამ ექიმს როგორ დაუკავშირდებით და ჩაბარდებით – თქვენი მარიფათის და მოხერხების ამბავია, ჯერ კიდევ…

ამავე ექიმმა უნდა მოგცეთ შემდგომი რეკომენდაციები, ამოიცნოს ის ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ მძიმე მიმდინარეობაზე! (არა მეზობელმა, ახლობელმა ან ნათესავმა…)

ამავე ექიმს ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენს გამოჯანმრთელებაზე და არ დამძიმებაზე!" - წერს ბერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×