რეზონანსი
23.10.2020

ქართველი ინფექციონისტი ასახელებს, მოსახლეობის რამდენი პროცენტი გადაიტანს კორონავირუსს.

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტის მალვინა ჯავახაძის აზრით, ვირუსი მაშინ შეწყვეტს ცირკულაციას, როდესაც მსოფლიოში შემუშავდება პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ მოსახლეობის 70 პროცენტი ამ დაავადებას გადაიტანს.

„ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოგვიწოდებდნენ, რომ ვირუსთან თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ, სწორედ ამას გულისხმობდნენ, რომ ვირუსი მეტად შემოგვიტევდა. მაშინ შეწყვეტს ვირუსი ცირკულაციას, როდესაც მსოფლიოში შემუშავდება პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ მოსახლეობის 70 პროცენტი ამ დაავადებას მაინც გადაიტანს, მაგრამ ჩვენ ერთი გამარჯვება უკვე გვაქვს.

მე როგორც ექიმი, ამას ნამდვილად ვთვლი გამარჯვებად, რადგან პირველმა დაკეტვებმა პირველი ტალღა აგვაცილა მაშინ, როდესაც ლეტალობა მთელ მსოფლიოში მაღალი იყო. დღეს შემთხვევებმა მოიმატა, მაგრამ გარდაცვალები მაჩვენებელმამკვეთრად  იკლო“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×