რეზონანსი
23.10.2020

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზუგდიდში განვითარებული მოვლენების დროს ყველაზე მთავარი იყო ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მან პოლიტიკოსებს ურჩია, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

"ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდისთვის, ხელისუფლებისთვის არის ადამიანი, ეს ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც, მთავარია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება. შესაბამისად, შსს-ის თანამშრომელს, თითოეულ ადამიანს, ვინც ამ სპეცოპერაციაში იყო ჩართული, მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან ყველა მძევლად აყვანილი ადამიანი ისე, რომ თმა არ ჩამოვარდნია არავის, საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა. ახლა მთავარი არის ამ საქმის ბოლო ეტაპზე მიყვანა, თავდამსხმელის დაკავება და ამ მიმართულებით შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ პოლიტიკოსებს ვთხოვე, რომ თავი შეგვეკავებინა საკითხის პოლიტიკური შეფასებებისგან. ვაცადოთ შესაბამის სამსახურებს მუშაობა. დარწმუნებული ვარ, საქმე ბოლომდე მივა", - განაცხადა კალაძემ.

მან აბსურდი უწოდა ოპონენტების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზუგდიდში განვითარებული მოვლენების უკან შესაძლოა, მმართველი გუნდი იდგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (23.10.2020)
ტაშფანდურით გაიტაცა ფული .საშინელი გზავნილი ჩვენთვის.დაუსჯელობა სუფევს.დანაშაული ელვისებური სისწრაფით იზრდება.ასე რომ კატასტროფაა სხვა არაფერი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×