რეზონანსი
23.10.2020

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველომ ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადაინაცვლა.

„ბოლო 2 კვირის განმავლობაში არსებული მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე, ინფიცირების მაჩვენებელი უკვე გვაქვს 26. შედეგად, ჩვენი, შიდა „შუქნიშნის" მიხედვით, ნარინჯისფერიდან გადავედით წითელ ზონაში. ამას გიდასტურებთ, მაგრამ მეორე მაჩვენებელი, კუმულატიური მაჩვენებელი, რომელსაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის, იქაც ავცილდით 300-ს, მაგრამ კარგი მაჩვენებელი გაქვს ტესტირებაში. მილიონ მოსახლეზე გვაქვს 213 თუ 214 ათასი ტესტი" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 350 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×