რეზონანსი
23.10.2020

პოლიცია ამ დრომდე ცდილობს იმ ბოროტმოქმედის ადგილმდებარეობის დადგენას, რომელიც 500 ათას დოლარს ყაჩაღური თავდასხმით და მძევლებით დაეუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯაროდ არ ამბობს - ჰყავს, თუ არა გამოძიებას შეირაღებული და შენიღბული პირი იდენტიფიცირებული.

გამოძიება მუშაობს, დანაშაულში სავარაუდოდ სხვა პირების მონაწილეობის მიმართულებითაც. ამ დრომდე დაუზუსტებელია, იმყოფება თუ არა ძებნილი პირი, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ყოფილმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაიხსენა მომხდარის დეტალები და განაცხადა, რომ მას თავდამსხმელის გარეგნობაზე ბევრი ინფორმაცია არ აქვს და შეუძლია მხოლოდ აღნაგობაზე იმსჯელოს. ირაკლი კვარაცხელიას თქმით, თავდამსხმელს სათადარიგო გეგმებიც ჰქონდა:

"სათადარიგო გეგმებიც ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სიტუაცია არ გამოვიდოდა მისი გეგმის მიხედვით. ის იყო ზუსტად იმდენად აგრესიული, რამდენადაც ეს მას ამ საქმისთვის სჭირდებოდა. თავიდან, იმისთვის, რომ ხალხი საკმარისად შეშინებულიყო. ჩვეულებრივად ურთიერთობდა ჩვენთან, მაგრამ ასევე გვახსენებდა, რომ არ უნდა დაგვიწყებოდა, რომ სიკვდილის საფრთხე გვემუქრებოდა," - განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ "კურიერთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×