რეზონანსი
23.10.2020

ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალამდე თავდამსხმელი მანქანით შინაგან საქმეთა სამინისტროს, 112-ის მოქმედმა თანამშრომელმა დავით მატუამ მიიყვანა.

დავით მატუას ძმის ბაჩანას თქმით, შეიარაღებული პირი მას სოფელ კოლხიდასთან დახვდა და იარაღის მუქარით აიძულა ქალაქის ცენტრამდე, ბანკის მიმართულებით ყოფილი გამარჯვების ქუჩით გაეყვანა.

„დავითი სახლიდან გავიდა მეგობართან მიდიოდა და ჩვენს ქვემოთ არის ხიდი 1 კილომეტრში, იქ გადაუდგა პიროვნება გზაზე, ისე ჩაცმული, როგორც ბანკში იყო. ქალაქში გავიდნენ, უთქვამს რომ იარე ნელა და ტროტუარზე ადი. ავტომატიანი კაცი რომ გიზის ვინ არ შეასრულებდა. ეგრევე რეკავდა პოლიციაში, თან მიდიოდა სამსახურში, რომ ზემდგომებისთვის მოეხსენებინა" - ამბობს მატუას ძმა ჟურნალისტებთან.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×