რეზონანსი
23.10.2020

„ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ, მედიასთან კომენტირებისას ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს ჩაფლავებული უწოდა და განაცხადა, რომ მთავრობა კრიმინალთან დამარცხდა.

კითხვაზე, თავად როგორ მოიმოქმედებდა და რას იზამდა, განაცხადა, რომ მან პირველივე წამიდან, მძველების სანაცვლოდ საკუთარი თავის ჩანაცვლება შეთავაზა თავდამსხმელს, რითაც მან მისი ცხოვრება გარისკა.

„მე ვარ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი და ვიმოქმედე ისე, როგორც ჩავთვალე საჭიროდ. კერძოდ, შევთავაზე გამტაცებელს მძევლების ჩანაცვლება, ვიღაცებმა ეს პოპულიზმად მონათლეს, მე ამას არ დავეძებ. მე საკუთარ სიცოცხლეს ვრისკავდი და არა სხვისას. ჩვენ ვნახეთ ბოლოში ჩანაცვლება მოხდა. მე მინდა მხნეური საქციელი შევუქო სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელს", - განცახადა გიგი უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ბათუმელი   (23.10.2020)
რის სიცოცხლის გამრისკავიხარ შე ქვეშებსმიავ და კრიმინალო,ეს ომის დროს დაამტკიცე,მაგრამ იცოდი ამაზე არავინ არ წავიდოდა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×