რეზონანსი
23.10.2020

თვითმხილველის ინფორმაციით, ავჭალაში, იმ ადგილას, სადაც შუახნის მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, დაახლოებით, ხუთჯერ გაისროლეს.

მისივე განცხადებით, სროლის ხმა მიყოლებით იყო.

„სროლის ხმა დაახლოებით, ერთი საათის წინ იყო. მიყოლებით გაისროლეს. მე სახლში ვიყავი. სხვა არაფერი ვიცი. დაახლოებით, 5 გასროლა იყო", - აცხადებს თვითმხილველი.

ცხედარი ჯერჯერობით ისევ „კიას" მარკის ავტომობილშია და არ გადაუსვენებიათ.

ცნობისთვის, ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×