რეზონანსი
23.10.2020

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომ ვირუსის დროს, თუ ადამიანს თანმხლები ქრონიკული დაავადება არ აქვს, არ უნდა ინერვიულოს და შეუძლია სახლშივე იმკურნალოს.

კულუმბეგოვი ამბობს, რომ თუ მდგომარეობა არის სტაბილური, პაციენტს შეუძლია მშვიდად იყოს.

"მე, როგორც ექიმი ასე ვიტყოდი, ნებისმიერი უბრალო გაციებითი დაავადების დროს, გრიპის სეზონი, რომელსაც ჩვენ ყოველ წელს ველოდებით, თუ იქნება ნებისმიერი გაციებითი გრიპის ნიშნები, თუ ადამიანს სხვა რაიმე რისკის დამატებითი ფაქტორი არ აქვს, ასაკთან შეჯაჭული, ან რომელიმე ქრონიკული დაავადება, არ ინერვიულონ მათ. როგორც გაციებული ადამიანი ასე უნდა გავჩერდეთ სახლში, სითხეები დავლიოთ, ცხელი ჩაი მოვიდუღოთ, თუ სიცხე 38.5-ია ან მეტი დავლიოთ პარაცეტამოლი. 112-ში დაკავშირების შემდეგ, ოჯახის ექიმი დაგვიკავშირდება. ეს შეიძლება ვერ მოხდეს 3 ან 4 საათში, მაგრამ ეს არ არის სწრაფი და ელვისებული განვითარების ინფექცია, ამიტომ თუ მდგომარეობა არის სტაბილური, კიდევ ერთხელ მშვიდად და წყნარად იყავით. აუცილებლად დაგირეკავენ, თუ არადა ჩვენი ყველას, ექიმის ტელეფონი ღიაა, სოციალური ქსელები არსებობს. ამიტომ არაფერი საგანგაშო არ არის, რომ 112 1 საათში ან 5 წუთში ვერ უკავშირდება," - განაცხადა კულუმბეგოვმა "დღის კურიერთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×