რეზონანსი
23.10.2020

ავთო გალდავა ამოვიდა, დაუდგა ამ თავდამსხმელს მუხლებზე და უთხრა - აი შენი ფული, გაუშვი მძევლები და მე დავრჩები შენთანო, - აცხადებს ლაშა შენგელია, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ 4 მძევლიდან, რომლებთან ერთადაც „საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია პოლიციის ავტომობილით დატოვა.

„ბანკში შემოვიდა ნიღბიანი და მე ვიფიქრე, რომ ინკასაცია იქნებოდა. მან გაისროლა და დაიძახა, რომ ეს ძარცვაა. ძალიან აგრესიულად იქცეოდა, ოპერატორს მიუვარდა, შემდეგ დაინახა, რომ გარედან ვიღაც ვიდეოს უღებდა და იმისკენაც გაისროლა. კავშირზე გამოვიდა ავთო გალდავა, რომელმაც განმუხტა სიტუაცია და ამისთვის მადლობას ვუხდი. ამის შემდეგ თავდამსხმელიც შეიცვალა, შემოვიდა უშუალო ურთიერთობაში. შემდეგ ლაივში დაინახა სამხედრო მანქანები, აფორიაქდა და ავთოსთან დაარეკინა. ავთო პირდებოდა, რომ ფულს მიუტანდა და გარანტიას მისცემდა, რომ ბანკიდან გავიდოდა. თავდამსხმელი ამბობდა, რომ ერთ დღეს ყველანი მოვკვდებით და ამიტომ თუ სპეცოპერაცია დაიწყებოდა, ის ხელყუმბარას ააფეთქებდა.

ავთო გალდავა ამოვიდა, დაუდგა ამ კაცს მუხლებზე და უთხრა - აი შენი ფული, გაუშვი მძევლები და მე დავრჩები შენთანო. ჩავსხედით მანქანაში, ოთხივე - უკანა სავარძელზე. გზაზე შეგვხვდა პოლიციის ორი მანქანა და ამაზე ძალიან გაბრაზდა, თუმცა ავთო გალდავამ დაარწმუნა, რომ ისინი არ გამოედევნებოდნენ. ავთო გალდავამ ვიღაცას დაურეკა კიდეც და უთხრა, რომ არ გამოგვყოლოდნენ, იმიტომ რომ დაიღუპებოდა ხალხი. შტურმის თუნდაც ერთი მცდელობა ან რამე რომ ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად დავიღუპებოდით", - განაცახადა ლაშა შენგელიამ "იმედთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გიორგი   (23.10.2020)
ნაცბოზები ეგრევე დაბრიდავდნენ და იმ უდანაშაულო ხალხსაც ფერფლად აქცევდნენ. კაცი ყოფილხარ ავთო გალდავა. ღმერთი იყოს შენი მფარველი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×