რეზონანსი
23.10.2020

ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, ბევრი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება არის მობილიზებული და ჩართული კოვიდინფიცირებულთა მართვის პროცესში. უახლოეს მომავალში დაემატებიან ასევე სადაზღვევო კომპანიების მიერ წარდგენილი ექიმები , - ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კოვიდინფიცირებულთა მართვის პროცესში ყველა ოჯახის ექიმი უნდა ჩაერთოს, თუმცა ამ მხრივ შემადგენლობა ეტაპობრივად გაფართოვდება.

„ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ჩართული ბევრი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება არის მობილიზებული და ჩართული კოვიდის მართვის პროცესში. უახლოეს ხანში დაემატებიან ასევე სადაზღვევო კომპანიების მიერ წარდგენილი ექიმები და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება, გაფართოვდება. დღესაც მიმდინარეობდა ოჯახის ექიმების ტრენინგი. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა სადაზღვევო კომპანიასთან.

ამ ეტაპზე, ოჯახის ექიმების გარკვეული ნაწილი არის დელეგირებული, რომლებიც პროცესში ჩაერთვებიან და დაიწყებენ ურთიერთობას ბენეფიციარებთან. ეს არის ყოველდღიურად მზარდი პროცესი. რეალურად, პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა ოჯახის ექიმი და ყველა ოჯახის ექიმმა უნდა მართოს მასთან რეგისტრირებული პაციენტი, მაგრამ იქამდე მიმდინარეობს პროცესები ეტაპობრივი გაფართოების. ასე უცებ ვერ მოხდება ამ პროცესის გავრცობა. ექიმებს სჭირდებათ ტრენინგი, სჭირდებათ ელექტრონული პროგრამის საშუალებით ფორმების შევსება", - განაცხადა ეკატერინე ადამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ani   (23.10.2020)
სად იყავით 5 თვე?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×