რეზონანსი
23.10.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესესუსი აცხადებს, რომ მომდევნო რამდენი თვე ძალიან რთული იქნება. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გებრეიესუსის თქმით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რამდენიმე ქვეყანა ახლა სახიფათო გზას ადგას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიო ახლა „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან გამკლავების კრიტიკულ ეტაპზეა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა თავიდან ავიცილოთ სიკვდილიანობა, ჯანდაცვის აუცილებელი სამსახურების ჩამოშლა და სკოლების ხელახლა დაკეტვა. ვიმეორებ იმას რაც თებერვალში ვთქვი, ეს არ არის ცრუ განგაში“, – განაცხადა გებრეისეუსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×