რეზონანსი
23.10.2020

Coca-Cola ზოგიერთი ძველი ბრენდის წარმოებას შეწყვეტს. ამის შესახებ CNN იტყობინება.

კომპანიის ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ 200-მდე სასმელს, მათ შორის, Tab-ს, Zico-ს, Powerade-ს, Smart Water-ს, Dasani-ს და Odwalla-ს აღარ გამოუშვებს, პორტფელის შემცირება კი მათ შესაძლებლობას მისცეს ისეთ აქტუალურ პროდუქტებზე მოახდინონ კონცენტრირება, როგორიცაა მაგ, Coca-Cola Zero Sugar-ი და Topo Chico hard seltzer-ი.

Coca-Cola-ს ინოვაციური მარკეტინგის დირექტორის, კეტ კეტცერის თქმით, კომპანია აქტუალური ბრენდებისთვის ახალ სივრცეს შექმნის, ძველი, ნაკლებად პოტენციური ბრენდები კი, რომლებსაც კომპანიისთვის მოგება ვეღარ მოაქვთ, წარმოებიდან იქნება ამოღებული. როგორც CNN წერს, ბრენდების შემცირების გადაწყვეტილება კომპანიამ ფინანსური დანაკარგის გამო მიიღო. 2020 წლის მესამე კვარტალში Coca-Cola-ს პროდუქციის გაყიდვა 11%-ით შემცირდა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანიამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×