რეზონანსი
23.10.2020

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოლაპარაკებებზე ძალიან კარგი პროგრესი შეინიშნება.

23 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლებს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

„ჩვენ ვმუშაობთ სომხეთთან. სომხეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს მანდ. მიზანდასახული, წარმოუდგენელი ხალხია. ვნახოთ, რა გამოვა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვას, ესაუბრა თუ არა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპმა უპასუხა:

„არ მსურს ამაზე საუბარი. ვნახოთ, რა გამოვა, თუმცა ძალიან კარგი პროგრესი შეინიშნება. აშშ-ში ბევრი სომეხი ცხოვრობს. შესანიშნავი ხალხია. ჩვენ მათ დავეხმარებით“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
Robi   (24.10.2020)
Apxazetshic ,,kargi da mizandasaxuli,,somxebi cxovrobs.avtonomia undat ....

ვახმე   (23.10.2020)
ნამდვილად ბატონო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×