რეზონანსი
23.10.2020

ავჭალაში მოკლული კაცი ვალერიან ნემსიწვერიძეა, ამას გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი ადასტურებს.

ნიკოლოზ წულეისკირის განცხადებით, ის გარდაცვლილის ნათესავიცაა. მისივე თქმით, მომხდარის მიზეზებზე არაფერი იცის.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ნემსიწვერიძე ერთხელ იყო ნასამართლევი და დადასტურდა, რომ ის უკანონო პატიმარი იყო. ამასთან, ნიკოლოზ წულეისკირის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ნემსიწვერიძე ე.წ. ციხის ბუნტში მონაწილეობდა 2006 წელს.

ადგილობრივების თქმით, მათ 6 გასროლის ხმა გაიგეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ გამოძიება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×