რეზონანსი
23.10.2020

დღე-ღამეში 112-ში შესული ზარების რაოდენობა 19 000-ს აღემატება. აქედან 3 000-მდე მოქალაქე გადაუდებელი დახმარების ცენტრს იმისთვის უკავშირდება, რომ აინტერესებს დისტანციურად ტაქსის გამოძახების წესები, ან არ იცის რომელ კოვიდსასტუმროში დარჩა ადგილები, ან თუნდაც ის, თუ რამდენი ხანი მოუწევს კარანტინში ყოფნა დაინფიცირების შემთხვევაში - მსგავსი ტიპის შეტყობინებებს არამიზნობრივი ზარები ეწოდება.

მათთვის, ვისთვისაც ბოლო წუთები გადამწყვეტია და ყოველ წამს მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ამ დროს ოპერატორი არამიზნობრივი ზარის გადამისამართებისთვის ცდებოდეს.

თუ გესაჭიროებათ საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება, სახანძრო-სამაშველო სამსახური ან თუ გაქვთ ვირუსული სიმპტომები, უნდა დარეკოთ 112-ზე, რომელიც გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს გამოგიგზავნით, ან სიმპტომების ქონის შემთხვევაში თავად ოჯახის ექიმთან გადაგამისამართებთ.

მთავრობის ცხელი ხაზი ქვეყანაში სპეციალურად კოვიდვითარებიდან გამომდინარე შეიქმნა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, როდესაც მთავრობა კორონავირუსის მართვის პროცესში აწესებს რეგულაციებს, წერტილოვან შეზღუდვებს, კეტავს ქალაქებს და ამკაცრებს კონკრეტულ ადგილებში გადაადგილების წესებს, შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან მოქალაქეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ. 144 - სწორედ ის ცხელი ხაზია, სადაც ამ კითხვებზე პასუხებს მიიღებთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×