რეზონანსი
23.10.2020

ჩემთვის გრიგოლ ვაშაძის წარდგენაში მონაწილეობა პატივია, რადგან „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულზე განსხვავებული შეფასებები გვაქვს, თუმცა გაცილებით მეტი გვაერთიენებს, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარადგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

ამასთან, ბერძენიშვილმა ღნიშნა, რომ არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ არის საკმარისი ქვეყანაში სრული პოლიტიკური კონსესუსის მისაღწევად.

„როგორც მაშინ, 2003 წელს ჩვენ ერთობით დავძლიეთ ქვეყნის უვარგისი ხელისუფლება, ახლაც კვლავ ერთობით დავძლევთ. წინ, კოალიციური ხელისუფლებისკენ. არც ერთი მივესალმები გრიგოლ ვაშაძის მთავარ სიტყვას, რომ ამ არჩევნების შედეგად კი არ უნდა დავყოთ საქართველო გამარჯვებულებად და დამარცხებულებად, 51 და 49 პროცენტად, გნებავთ 60 თუ 40 პროცენტად, არამედ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი, ევროპული, პრურალისტური, მრავალფეროვანი საქართველო. ერთიანობა მრავალფეროვნებაში, ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამ მძიმე ამოცანას დავძლევთ“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
იასამანი   (24.10.2020)
გადააჯვიტ ერტმანეტს.

ac   (24.10.2020)
ara bijo bidzina jobia jigari xar batono davit

sos!   (23.10.2020)
არსად დაგეკარგოს რა...

ბათუმელი   (23.10.2020)
ასეთი პროსტიტუტკა პოლიტიკოსები როგორებიც არიან ბერძენიშვილი და გუბოზი მსოფლიოში არ მოიძებნებიან.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×