რეზონანსი
24.10.2020

თბი­ლის­ში, სა­რა­ჯიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. მკვლე­ლო­ბას წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და."ამბები" გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს ნი­კო­ლოზ წუ­ლე­ის­კირს ესა­უბ­რა, რო­მელ­საც მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა უჭირს:

ვა­ლე­რი­ან ნემ­სიწ­ვე­რი­ძე ბოლო 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნორ­მა­ლუ­რი, წე­სი­ე­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და, ჰყავს სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვი, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის წა­მო­წყე­ბას აპი­რებ­და, რე­მონ­ტი და­ას­რუ­ლა და დღე-დღე­ზე მა­ღა­ზია უნდა გა­ეხ­სნა. დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ მას კრი­მი­ნალ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, ყვე­ლა­ნი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ და მი­ზეზს ვერ ვპო­უ­ლობთ.

ოჯახ­მა იცო­და, რომ კაცი საქ­მე­ზე გა­ვი­და, რაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო და ჩა­ცხრი­ლეს, თან მან­ქა­ნა­ში მარ­ტო... დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ირ­კვე­ვა.

იმას გი­დას­ტუ­რებთ, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო და სტრას­ბურ­გი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ცაა ჩა­მო­სუ­ლი წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნურ მო­პყრო­ბის ნა­წილ­ში, სა­ხელ­მწი­ფოს მის­თვის 14 ათა­სი ევრო აქვს კომ­პენ­სა­ცია გა­დახ­დი­ლი. სა­სა­მარ­თლომ თა­ვის დრო­ზე არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, საქ­მე გა­და­ი­ხე­და და გა­მო­ვი­და, რომ ის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი კი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ნემ­სიწ­ვე­რი­ძე გა­მარ­თლდა და გა­მო­ვი­და, რომ 9 წელი ტყუ­ი­ლად იჯდა ცი­ხე­ში", - განუცხადა ადვოკატმა.

წყარო: ამბები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×