რეზონანსი
24.10.2020

ჟურნალისტი ნელი ვარდიაშვილი წერს, მისი 82 წლის დედა როგორ აღმოჩნდა კოვიდინფიცირებულების გვერდით ერთ პალატაში მაშინ, როცა გამოკვლევებით სრულად არ იყო დადასტურებული, კორონავირუსი ჰქონდა თუ არა.

,,ორი დღის წინ დედაჩემს დაემართა ცისტიტი, ფეხები გაუცივდა და ამის ნიადაგზე მისცა სიცხე 37,5. 10-15 წლის რადგან წინ მას ჰქონდა პლევრიტი, ტემპერატურის მატების დროს ყოველთვის ვშიშობ პლევრიტზე და მომყავს ექიმი.

უბნის ექიმთან მივედი და არ გამომყვა, სასწრაფო გამოიძახეო. სასწრაფოს ექიმმა მითხრა, ანთებაა მარჯვენაშიო და წნორის საავადმყოფოში მოათავსეს. გადაუღეს რენტგენი და მარჯვენა ფილტვზე ანთების დასაწყისიაო, მითხრეს. დედას ფილტვზე აქვს ნაწიბურები და ეშლებათ ანთებაში. ამჯერად რატომღაც არ ვუთხარი, რომ შეიძლება შეცდნენ. ვიფიქრე, ერთი დღე იწვეს, გადასხმებს გაუკეთებენ და მოყოჩაღდება-მეთქი. თურმე ეს არ უნდა მექნა და საერთოდაც  არ უნდა დამერეკა სასწრაფოში…

წუხელ ღამის 3 საათზე მირეკავს საავადმყოფოდან ექიმი, რომ სწრაფი ტესტით, რომელიც ლუგარში კი არა, ციტოში შეამოწმეს, აღმოაჩნდა კორონა და გამოიძახეს კატასტროფის მანქანა. დააწვინეს 5 კოვიდინფიცირებულთან ერთად პალატაში. ასე იზრდება კორონიანების რაოდენობა – სახელდახელოდ აღებული ტესტებით და მერე  ერთმანეთისგან გადადება არაა რთული.

82 წლის დედას, რომელსაც აქვს დიაბეტი, იმედია, არ მომიკლავენ. გადაუმოწმებლად შეიძლება, კოვიდიან პაციენტებთან რისკჯგუფის ადამიანი შეუშვა?! რატომ არ დააწვინეს ცალკე და თუ ლუგარი დაადგენდა იმავეს, მერე გადაეყვანათ ინფიცირებულებთან. რატომ უშვებთ ხალხს პირდაპირ ეშაფოტზე? ადვილად მოსაცილებლები არიან მოხუცები, ხო?..

მედიცინის მუშაკებო, ნუ ხდით კოვიდს სტიგმად და ნუ აშინებთ ხალხს. სოფელში ხმებს ავრცელებენ, თითქოს მე მყავდა სტუმრები და მათ აღმოაჩნდათ კოვიდი, არავის არაფერი აღმოჩენია და არც არავის ჰქონია!” – წერს ნელი ვარდიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×