რეზონანსი
24.10.2020

უსაფრთხოების ანალიტიკოსი და კომპანია case-ის დირექტორი, ლაშა პატარაია რადიო იმ საინტერესო დეტალებზე საუბრობს, რომელიც 15-საათიანი სპეცოპერაციის დროს აღმოაჩინა. როგორც გადაცემა “რეალურ დროში” ექსპერტმა აღნიშნა,  ყუმბარა, რომელიც თავდამსხმელს მთელი პერიოდის განმავლობაში ეჭირა, ქართულ შეიარაღებას არ აქვს. თავდამსხმელის ქცევის კი უნდა ვივარაუდოთ, რომ ის მოქმედი ან ყოფილი სამხედრო პირია.

“გადაადგილება, ფორმა,  მოქმედების  სპეციფიკა, რაც ადგილზე ვიხილეთ მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს პოტენციურად ყოფილ  სამართალდამცავთან ან ძალოვანი უწყების თანამშრომელთან და აუცილებელი არ არის ის იყოს ყოფილი. სტატისტიკით, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ, 80%-ში მსგავსი შემთხვევების, სწორედ  ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები ფიგურირებენ, მათ ამაში ხელს უწყობს მათი მომზადება.

ის ელემენტები რაზეც ახლა მსჯელობენ, საუბარია ჩაცმულობაზე, ქართულ დროშაზე, განტვირთვის ჟილეტზე, რომელიც სრულიად არასაჭირო იყო იქ, ძალიან ჰგავდა მხატვრული გაზვიადებით გამდიდრებულ შოუს ელემენტებს.” – აცხადებს ანალიტიკოსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (24.10.2020)
Ерти рам вер гавиге : вин атаребда спец операциас СУС-и?- ха ха ха. Спец операциис ра могахсенот маграм мастеркласи ки чагвитара им качагма.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×