რეზონანსი
24.10.2020

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი შემდეგი სახის მოსაზრებას სთავაზობს საზოგადოებას:

„ლუზერების არმია ჭკუას ასწავლის სტრუქტურებს, რომლებმაც ქალაქის ცენტრში უმსხვერპლოდ დაასრულეს სპეცოპერაცია! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპერაცია გრძელდება!

თბილ სავარძლებში „ჩამცხვარი“, მათგან უმეტესობა ლუზერი და პარაზიტი ათკაციანი პარტიის „ბელადი“, თან ყოფილი თანამდებობის პირი, რომელთა გმირობა (თუნდაც ინტელექტუალური) არავის ახსოვს, სახელმწიფოს ღირსებაზე საუბრობს! 

უცნაურად მეჩვენება, რომ ტერორისტზე, არავინ საუბრობს, როგორც უარყოფით ადამიანზე, დასაგმობზე, პოტენციურ მკვლელზე, იმაზე, რომ ტერორისტს, ამ ბოროტ ორფეხს, ფულის გამო შეუძლია, ხელყუმბარით აფეთქების სიკვდილის შიშში ამყოფოს 43 უდანაშაულო ადამიანი და იმ შემთხვევაში, თუ დოლარებს არ მისცემენ, სასიკვდილოდ გასწიროს როგორც თავისი, უვარგისი სიცოცხლე, ასევე, უდანაშაულო ადამიანები!

ეს დუმილი მაოცებს და ის, რომ, ძალაუფლებას დამშეული ადამიანები ტელეეკრანებიდან ყოველწუთიერად ესხმიან თავს უიარაღო, ქველმოქმედს, მეცენატს, ბიძინა ივანიშვილს, და ეს იმიტომ, რომ მათ აღარ აშინებენ მოსმენებით, ციხით, წამებით, უსამართლოდ დაჭერით, ქონების ღამით გადაფორმებით!

ოპერაცია დასრულდა უმსხვერპლოდ. ჩვენ ისეთი ოპოზიცია გვყავს, ბიძია ლუკასავით (ქართული ფილმის პერსონაჟი) სულ უკმაყოფილოა! არ მინდა, ერთი ზედგამოჭრილი, მაგრამ არანორმატიული ლექსიკის შემცველი კახური გამოთქმა გამოვიყენო, მაგრამ დაახლოებით, ისეთი ჟღერადობისაა, რომ ჩვენს ოპოზიციას თავით მარილი რომ დაუნაყო, მაინც უკმაყოფილო იქნება!

ერთ კვირაში არჩევნებია და სრულიად ბუნებრივად და ლოგიკურად დამარცხებული ოპოზიციიდან ბევრი ორკაციანი პარტია ალბათ, არსებობას დაასრულებს, მათთან ერთად მედიის კონფიგურაციაც შეიცვლება . . .

კოვიდი ალბათ კუდს მოიქნევს. არჩევნებში დამარცხებული მავნებლები ალბათ თავიანთ აქტივს გააერთიანებენ და დედაქალაქისკენ გამოუყენებენ, მორიგი, დამარცხებისათვის განწირული შტურმისათვის! მერე, მინსკი არ შედგება და . . . ბევრი გაილახება ქუჩებში . . . მერე . . . მერე თოვლი მოვა და ცხოვრება გაგრძელდება", - განუცხადა Multimedia.ge-ს ექსპერტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (24.10.2020)
К-но Маиа! Тквен да тквенистана гахрцнилма имбецилебма гахличес ес квекана(?) шуазе. 40 цели(год) икнеба сачиро ром ес чатехили хиди агдгес. Тквен ки гдихарт шемдзврали садгац тбил сороши да тквлефт Иванашилис миер гадмогдебул верцхли шаурианебс. Кобахидзезе уареси "пировнеба" ар мегона ту егдо сакартвелоши маграм шевмцдарвар, турме гдебула. Рогорц гавиге турме гвар гаремонтебули брдзанебулхарт да аи турме ратом гкидиат фехебзе Сакартвело. Квела миигебс тависас, мат шорис тквенц.

ჭორლეონე   (24.10.2020)
შენი 007 დედას შევთხარე, დებილო.

ciuri   (24.10.2020)
მიკვარხარტ კალბატონო მაია,ჯამრტველობას გისურვებ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×