რეზონანსი
24.10.2020

დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით.

„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ -19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 26 503-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 412 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს - 10 163-ს. სამწუხაროდ, 24 საათში 10 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 193 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1034 შემთხვევა, აჭარაში - 320, იმერეთში - 258, ქვემო ქართლში - 107, შიდა ქართლში - 68, გურიაში - 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 49, კახეთში - 37, მცხეთა-მთიანეთში - 36, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 2.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121. 3 571 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 762, აჭარაში - 686. მძიმე პაციენტი არის 427, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პირი - მათ შორის, თბილისში - 54, აჭარაში - 20. 2 293 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 353 - აჭარაში, ხოლო 728 - თბილისში. 10 257 მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 180 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 849, აჭარაში-2 183.

სულ 6-23 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 7 916 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი, საიდანაც თბილისში - 3 758 პირი, აჭარაში - 11 764, იმერეთში - 3 741.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×