რეზონანსი
24.10.2020

წალკაში ოჯახი დააყაჩაღეს. დაზარალებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და რამდენიმე წელია წალკაში ცხოვრობენ.

წალკის მერის წარმომადგენელი ბედიანის ადმინისტრაციულ თემში ზვიად ხაფავა აცხადებს, რომ თეთრიწყაროს ტერიტორიაზე ორმა პირმა ახალ ზელანდიელი ბიზნესმენის ოჯახი დააყაჩაღა.

ხაფავას თქმით, ფულთან ერთად, ბიზნესმენს ავტომანქანაც გასტაცეს.

"ოჯახი დააყაჩაღეს თეთრიწყაროს ტერიტორიაზე. უცხოელები არიან ქმარი ახალ ზელანდიელი ბიზნესმენია - ჯონ ედვან ფადნი. ცოლი ჩინეთის მოქალაქე. შვიდის ნახევრისკენ ორი კაცი შევიდა მათთან. შავებში ჩაცმულები იყვნენ, პოლიციის კეპები ეკეთათ და გაეცნენ წალკის პოლიციის წარმომადგენლებად. შემდეგ ამოიღეს იარაღი და მოსთხოვეს ფული. გაკოჭეს ბიზნესმენი, მისი ცოლი და შვილი. ბიზნესმენს წაართვეს მანქანა, ტელეფონები, ნოუთბექი და 11 000 ლარი. ფიზიკურად არავინ დაშავებულა", - განაცხადა მერის წარმომადგენელმა "ფორმულასთან".

ხაფავას თქმით, ავტომანქანა პოლიციამ უკვე აღმოაჩინა ახლომდებარე ტყეში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×