რეზონანსი
24.10.2020

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზოჰრაბ მნაცაკანიანის განცხადებით, სომხურ მხარეს მთიან ყარაბაღში 3 მოწინააღმდეგე უპირისპირდება, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კონფლიქტს. ამის შესახებ მან „ატლანტიკური საბჭოს" მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ამ კონფლიქტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ეს არაა მხოლოდ აზერბაიჯანული აგრესია. სინამდვილეში ჩვენი თანამემამულეები მთიან ყარაბაღში ერთდროულად 3 მოწინააღმდეგესთან ომობენ. აზერბაიჯანულ ჯართან ერთად, სახეზეა თურქეთის პირდაპირი მონაწილეობა, ადგილზე იმყოფებიან უცხოელი ტერორისტებიც. ეს კიდევ უფრო აღრმავებს კონფლიქტს", - აცხადებს მნაცაკანიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×