რეზონანსი
24.10.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ძალიან ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდა აღინიშნება.

ჯანმო-ს ცნობით, უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. სამხრეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ამ კვირაში, ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

"COVID-19-ის პანდემიის კრიტიკულ ეტაპზე ვართ, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში", - განაცხადა გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე თვე განსაკუთრებით რთული იქნება და ზოგიერთი ქვეყანა კი საფრთხის წინაშეა.

ჯანმო-ს გაფრთხილებით, გრიპის სეზონის პერიოდში, ზამთრის თვეებში, COVID-19-ს განსაკუთრებულ საფრთხეებთან არის დაკავშირებული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გრიპითა და კორონავირუსით ერთდროულად დაავადება სუნთქვის დაავადებებს იწვევს.

"ლიდერებს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი სიკვდილიანობა", - აღნიშნა გებრეისუსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×