რეზონანსი
24.10.2020

პირი, რომელმაც გუშინ ავჭალაში ვალერიან ნემსიწვერიძეს 6-ჯერ ესროლა და მოკლა, უკვე იდენტიფიცირებულია და სამართალდამცველებს მის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვთ.

სარაჯიშვილის ქუჩაზე ვალერიან ნემსიწვერაძე ერთ-ერთ ჯიხურთან გაჩერდა, რა დროსაც მას გვერდიდან ავტომობილი დაეწია. ნემსიწვერიძეს სწორედ ამ მანქანაში მყოფმა პირმა ესროლა.

ადვოკატი დეტალებს არც უარყოფს და არც ადასტურებს. ამასთან კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მომხდარი ნემსიწვერიძის წარსულს უკავშირდება. მისივე თქმით, ჩხრეკა გარდაცვლილის სახლშიც ჩატარდა, საიდანაც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.

"იმისათვის, რომ წვდომა ჰქონდეს ადვოკატს საქმეზე, სჭირდება დაზარალებული. ოჯახის მდგომარეობიდან გამომდინარე დაზარალებული ჯერ არ გვყავს საქმეში, თუმცა ბრალდების მხარიდან მივიღეთ პირობა, რომ ეს არ იქნებოდა შემაფერხებელი გარემოება და წვდომა მექნებოდა აბსოლუტურად. მიმდინარეობს რიგი საგამოძიებო მოქმედებები და ვერ ვისაუბრებ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ გუშინ გავრცელებულ არცერთ ვერსიას, არანაირი კავშირი არ აქვს წარსულში მომხდარ დაპირისპირებასთან. არანაირი არჩევნები, არანაირი პოლიტიკა საქმესთან კავშირში არ არის", - აცხადებს ადვოკატი ნიკა წულეისკირი.

წყარო: ფორმულა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×