რეზონანსი
24.10.2020

მარტო მე კი არა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს მიაყენეს შეურაცხყოფა, - ამის შესახებ დავით ხვიბლიანმა, რომელიც მძევალებს შორის იყო, „ქრონიკას" განუცხადა და „მთავარი არხის" მიერ თავდასხმაში მის შესაძლო მონაწილეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

დავით ხვიბლიანი „მთავარ არხს" ცილისწამებაში ადანაშაულებს აცხადებს, რომ ის სამართლებრივად იდავებს.

მისივე თქმით იგი, თავდასხმის დღეს ბანკში ხელფასის ასაღებად და სხვა საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად მივიდა.

„როდესაც ჯარს პატივს სცემ, იცი, რა არის მუნდირი და ასეთ სიბინძურეს ამბობ მასზე, ასეთ ადამიანთან საუბარს რა აზრი აქვს?! ამით მარტო მე კი არა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს მიაყენეს შეურაცხყოფა, მაგრამ ყველაფერს გაეცემა პასუხი. თუ საჭირო გახდება, ჩემი ადვოკატიც გამოვა და იტყვის სათქმელს, ამას ასე არ დავტოვებ და აუცილებლად მოვითხოვ პასუხს, რაც ჩემზე ითქვა. აუცილებლად ვიდავებ სამართლებრივად", - განაცხადა დავით ხვიბლიანმა.

მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, მასზე სამხედრო ნაწილში დაბრუნების შემდეგ ზეწოლა განხორციელდა.

„რომ მივედი სამსახურში არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, აბსურდია ეს, პირიქით, მამშვიდებდნენ ყველანი. მქონდა გასაუბრება ზემდგომებთანაც და მათი დიდი დამსახურებაა რომ დავმშვიდდი, რა ზეწოლა, სისულელეა და სასაცილო ამაზე საუბარი", - დასძინა დავით ხვიბლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×