რეზონანსი
24.10.2020

პროგ­რა­მისტ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ად­ვო­კა­ტი მი­ხე­ილ რა­მიშ­ვი­ლი ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას "ჯგუ­ფურ მკვლე­ლო­ბას" უწო­დებს.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ად­ვო­კა­ტე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის 28 ტომს გა­ეც­ნენ, სა­დაც გა­მო­ძი­ე­ბის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა იკ­ვე­თე­ბა. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ირ­კვე­ვა, რომ "მე­დი­კა­მენ­ტი, რაც თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ორ­გა­ნიზ­მში აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ამავდრო­უ­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეს მის ავ­ტო­მო­ბილ­შიც, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ არ არის აფ­თი­აქ­ში ნა­ყი­დი".

"არ ემ­თხვე­ვა ქვით­რე­ბი, რაც იქ იყი­და და ასე­ვე არ დას­ტურ­დე­ბა ფარ­მა­ცევ­ტე­ბის მიერ მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბებ­ში, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში, რომ ის ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ იყოს შე­ძე­ნი­ლი. ირ­კვე­ვა, რომ ავ­ტო­მო­ბილ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ცა­რი­ე­ლი ფირ­ფი­ტე­ბი, ვა­და­გა­სუ­ლი წამ­ლე­ბი, არ არის ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მიერ შე­ძე­ნი­ლი და მას არ ეკუთ­ვნის. ეს არის ვინ­მეს მიერ ჩა­დე­ბუ­ლი. დიახ, ეს არის ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბა, ეს არის და­გეგ­მი­ლი. ის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ის­მის, რომ აფ­თი­ა­ქარს მე­დი­კა­მენ­ტის და­სა­ხე­ლე­ბას ეუბ­ნე­ბა, მაგ­რამ არ იცის რის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და ამ­ბობს, რომ ამ წამ­ლის შე­ძე­ნა ვი­ღა­ცამ და­ა­ვა­ლა, ზუს­ტად მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ თა­მარს წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და, სა­ერ­თოდ რის აბებს ყი­დუ­ლობ­და", - გა­ნა­ცხა­და რა­მიშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Sos   (24.10.2020)
Vaime davigaleeeeee..........


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×