რეზონანსი
25.10.2020

არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„ჩემს მეგობარს, დარეჯან მღებრიშვილს (სახელს იმიტომ ვწერ, რომ აქ ბევრი მისი ნაცნობია, და იქნებ ყველამ ილოცოს მისთვის), გარდაეცვალა ნათესავი და წავიდა წყალტუბოში დასაფლავებაზე. იყო პირბადით, არავისთვის არ უკოცნია, მაგრამ რამდენიმე ნათესავთან გამომშვიდობებისას იყო ზედმეტად ახლოს.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მასაც და მის თანამგზავრსაც მისცა სიცხე. დარეჯანს დაეწყო ხველებაც, სიცხე მისცა დედამისსაც და მის ძმასაც. დარეჯანმა ტესტი გაიკეთა პოლიკლინიკაში გამრეკელის ქუჩაზე და რადგან ტესტის პასუხი არ მიიღოდროულად არ წავიდა საავადმყოფოში.

საბოლოოდ ყველას დაუდასტურდათ კოვიდი. დარეჯანი, რომელსაც არავითარი ქრონიკული დაავადებები არ აწუხებდა (ზედმეტი წონის გარდა) რამდენიმე დღეში ძალიან ცუდად გახდა, ახლა არის რეანიმაციაში ხელოვნურ სუნთქვაზე, აქვს ტრომბები ფილტვებში, გაეთიშა ერთი თირკმელი.

ასეთივე მდგომარეობაშია მისი დედა სხვა საავადმყოფოში. რადგან უმცროს ძმას კლინიკაში გადაყვანამდე უფროსი ძმა უვლიდა, ამიტომ ის იზოლაციაშია.

ერთი სიტყვით, მთელი ოჯახს ის დაემართა, რაც ამ გაზაფხულზე ხშირად გვესმოდა იტალიიდან – ღმერთმა დაიფაროს, უფალო შეიწყალე, მაგრამ ისე შეიძლება დაიღუპონ ვერც გამოემშვიდობონ ერთმანეთს…

გთხოვთ, იყავით ყველა ძალიან ფრთხილად. ისეთი ნაცნობებიც მყავს, ძალიან ადვილად რომ დაამარცხეს ეს ვირუსი, მაგრამ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და არ არის სახუმარო. გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენც და ჩემს დარეჯანსაც თავისი ოჯახით“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
თამრიკო ლომიძე   (25.10.2020)
ხალხნო ლოცით შეწევნას გთხოვთ ეს ადამიანი და ზოგიერთების ნაფიქრი მაოცებს, შეხედეთ მედ პერსონალს რადღეში არიან, იმათ უკანაც ოჯახები დგანან და იმ ოჯახურ გარემოში ყოფნა უფრო სასიამოვნო იქნება ვიდრე სკაფანდრა ჩაცმულობა,,,, გაითვალისწინეთ ...

ციური   (25.10.2020)
უფალო დაეხმარე და გამოაჯამრთელე მთელი ოჯახი

ნათია   (25.10.2020)
ღმერთმა დალოცოს და გადაარჩინოს ყველა.უფალი თქვენთანაა.

მედეა   (25.10.2020)
რა ცუდ ფეხზე წასულა ის გარდაცვლილი ნათესავი. ღმერთო დალოცე და გადაარჩინე ყველა ავადმყოფი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×