რეზონანსი
25.10.2020

აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევიდან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი სამედიცინო ცენტრში დაფიქსირდა.

გარდაცვლილები არიან 66, 72 და 90 წლის პაციენტები. გარდაცვლილთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 90 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 12 ოქტომბერს. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია, ქრ. გასტრიტი, კონვერსიული აშლილობა

ასევე, რესპუბლიკური საავდმყოფოში გარდაიცვალა 66 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 20 ოქტომბერს, გარდაიცვალა 24 ოქტომბერს.

დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია, დიალეზ დამოკიდებული, შაქრიანი დიაბეტი. მესამე პაციენტი გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, 72 წლის აქლი, კლინიკაში შევიდა 14 ოქტომბერს, გარდაიცვალა 24 ოქტომბერს. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×