რეზონანსი
25.10.2020

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო მზად არის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შეათანხმოს.

„დიახ, მზად ვართ. მე ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს. ჩვენ მზად ვართ დღეს შევათანხმოთ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მაგრამ, ამავდროულად, სომხეთმა, მისმა პრემიერ-მინისტრმა უნდა განაცხადოს, რომ ემხრობიან პრინციპებს, რომლებიც შეიმუშავეს აშშ-მა, რუსეთმა და საფრანგეთმა“ , - განაცხადა ალიევმა „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ბაქოს სურს გადავიდეს მოლაპარაკებებზე, მაგრამ სომხური მხრიდან მოდის სიგნალები, რომ კონფლიქტი დიპლომატიური გზით ვერ მოგვარდება.

„ჩვენ გვინდა, რომ სამხედრო გზა შეჩერდეს და გადავინაცვლოთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. სამხედრო ფაქტორს დიდ დანაკარგებთან და მსხვერპლთან მივყავართ. ამიტომ, რაც მალე დავიწყებთ სუბსტანტიურ მოლაპარაკებებს, მით სწრაფად მოინახება კონფლიქტის დარეგულირების გზები. კონფლიქტის მოგვარება ეფუძნება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ალიევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×