რეზონანსი
25.10.2020

არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, თუმცა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეიტანა ცვლილებები კორონავირუსის გადაცემის დროსთან დაკავშირებით. ეს მოხდა დაკვირვებაზე დაყრდნობით, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში განაცხადა.

„დააკვირდნენ გარემოს, სადაც იყო 8-საათიანი მორიგეობა - ვერმონტის ციხეს. შეიყვანეს პატიმარი ციხეში. რა საკვირველია, იქ იყვნენ ციხის თანამშრომლებიც. ისინი იცავდნენ ყველა წესს; არ იყო 15 წუთზე მეტი კონტაქტი და იცავდნენ ახალ პატიმართან დისტანციას. მაინც დაინფიცირდა ეს ადამიანი. როდესაც კამერის ჩანაწერები გაშიფრეს, ნახეს, რომ ამ ადამიანს, ციხის პერსონალს, პატიმართან, რომელიც საკარანტინო საკანში იყო, 1-წუთიანი კონტაქტი 17-ჯერ ჰქონდა. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიცვალა ხედვა და გადაბმულად, 15 წუთი არ არის აუცილებელი. კუმულაციური 15 წუთიც კი საკმარისია, თუ ვიქნები ერთ სივრცეში, ნიღბის გარეშე, შეიძლება, მაინც მოხდეს დაინფიცირება“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე განცხადებით, კოვიდინფექცია გადამდებია 48 საათით ადრე იქამდე, ვიდრე ინფიცირებულს სიმპტომები გამოუვლინდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×