რეზონანსი
25.10.2020

ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმისას აყვანილი ერთ-ერთი მძევალი დავით ხვიბლიანი ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სენაკი ბაზაზე მასზე თითოს ზეწოლა ხორციელდება. სამხედრო ამ ინფორმაციას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ეს სრული აბსურდია.

„ეს არის სრული აბსურდი და ის, ვინც ამ განცხადებებს დევს, ის არის სრული ნაძირალა ადამიანი, იმიტომ რომ ამით მას უნდა, რომ თავდაცვის სამინისტროს შეურაცხყოფა მიაყენოს. მე არავის მივცემ უფლებას, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემი ჯარისკაცების, რიგითიდან დაწყებული მაღალი რანგის ოფიცრებით დასრულებული, არავის მივცემ მათი შეურაცხყოფის უფლებას. მით უმეტეს, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც განცხადებები იდება, რომ თურმე ჩემზე ზეწოლა ყოფილა და თურმე ნაცემი ვყოფილვარ. ყველასთვის ცნობილია, რომ მე ჩემი სამხედრო მოვალეობის შესრულების შემდეგ სახლში ვარ, დღესაც ვიყავი ჩემს საქმეებზე გასული და არანაირი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ ვინც ასეთ განცხადებებს ავრცელებს, პირადად ჩემზე, თავდაცვის სამინისტროზე, სრული ნაძირალაა ის ადამიანი. ის ადამიანი ადამიანი არაა. ის არც ფორმას სცემს პატივს, არც არავის სცემს პატივს“, - განაცხადა ხვიბლიანმა.

ინფორმაცია ხვიბლიანის წამების შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა. მის განცხადებას თავდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა და ინფორმაცია უარყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×