რეზონანსი
26.10.2020

საქართველოს მთავრობა, კორონავირუსის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შექმნილ ოფიციალურ პორტალზე stopcov.ge რეკომენდაციებს აქვეყნებს. ინფორმაცია ეხება ისეთ შემთხვევებს, როცა პაციენტს ინფექციის გადატანა, სახლში მოუწევს.

არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;

არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით;

დროის უდიდესი ნაწილი გაატარეთ იზოლირებულად, ოჯახის წევრისგან უშუალო კონტაქტის გარეშე;

თუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი გარდაუვალია, ოჯახის ყველა წევრმა უნდა გამოიყენოს ნიღაბი;

ოჯახის წევრებმა არ უნდა გამოიყენონ საერთო სარგებლობის ნივთები, ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული, ტელეფონი და ასე შემდეგ;

ხშირად გაანიავეთ ოთახი ფანჯრის გაღებით;

ხშირად და საგულდაგულოდ გაწმინდეთ ისეთი ზედაპირები, რომელზეც ხშირად გიწევთ შეხება. ასევე სველი წერტილები. მაგ: მაგიდის ზედაპირები, კარის სახელურები, მობილური ტელეფონი;

აუცილებელია ბევრი სითხის მიღება

კოვიდინფიცირებულმა ბინაზე მკურნალობის დროს არ უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარატი, ექიმის დანიშნულების გარეშე.

ხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულები მოერიდეთ ზურგზე წოლას;

სასურველია, კოვიდინფიცირებული საკუთარ სიმპტომებს ყურადღებით დააკვირდეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობლად ან სწრაფად გაუარესების, ასევე სუნთქვის გაძნელების, ქოშინის, სახის ან ტუჩის მიდამოს ციანოზის და სხვა შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს ან 112-ს. ამასთან, სასურელია კოვიდინფიცირებულმა ოპერატორი გააფრთხილოს, რომ მას აქვს კოვიდ-19 დადასტურებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×