რეზონანსი
26.10.2020

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ანგარიშში ბრალდებები კონკრეტული ფაქტების გარეშეა შესული.

კობახიძემ წინა არჩევნები გაიხსენა, როცა, მისი სიტყვებით, ყალბი ინფორმაცია სწორედ ადგილობრივმა დამკვირვებლებმა გაავრცელეს.

"მუდმივ რეჟიმში გვესმის ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ვითხოვთ ფაქტებს, მაგრამ არ გვაწვდიან. გახსოვთ, მაგალითად წინა არჩევნებზე გაავრცელეს ადგილობრივმა დამკვირვებლებმა "ფეიქ ნიუსი" პირადობის მოწმობების დაბეჭდვასთან დაკავშირებით. ასე რომ, ადგილობრივი დამკვირვებლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომელზეც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ფაქტი არ არსებობს და შესაბამისად, მტკიცებულებაც ვერ იქნება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ" ადმინისტრაციული რესურსების 2020 წლის არჩევნებისთვის გამოყენების შესახებ შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×