რეზონანსი
26.10.2020

„გაერთიანებული ოპოზიცია - ნაციონალურმა მოძრაობამ" კახეთში თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი წარადგინა.

როგორც წარდგენაზე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, „გაერთიანებული ოპოზიციის" გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.

„ლევან ბეჟაშვილმა გადააქცია მოძველებული, ჩამყაყებული კომინისტური, ბოლშევიკური კანტორა თანამედროვე აუდიტის სამსახურად. გიორგი ბოტკოველი დღე და ღამე მუშაობდა იმაზე, რომ კახეთში მშრომელ ადამიანს საშუალება ჰქონოდა ოჯახი კი არ შეენახა, ამაყად მდგარიყო ფეხზე. კარგად დაფიქრდით, კარგად გაითვალისწინეთ, რაც 9 წლის განმავლობაში ნახეთ და რაც 8 წლის განმავლობაში ნახეთ და როცა შეადარებთ, გულით, სინდისით და გონებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მიიღეთ, რადგან ალტერნატივა გაერთიანებულ ოპოზიციას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების, თუ გვინდა ნორმალური, განვითარებული, ცივილიზებული საქართველო ვნახოთ, არ არის",- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თქმით, კახეთში ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ გაკეთდა.

„ყვარელში რომ შემოდიხარ, ცენტრში კიდევ ერთხელ ხედავ, რომ თუ რამე გაკეთდა კახეთში, ყველაფერი გაკეთებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის გუნდის მიერ. როდესაც მიშამ თქვა, არამარტო უცხოელი ტურისტები, არამედ ქართველები დაისვენებენ კახეთშიო, მაშინდელი ოპოზიციის ქილიკი გახსოვთ. ზუსტად იმ დროიდან დაიწყო კახეთში ყურძნის მწარმოებლის ღვინის მწარმოებლად გადაქცევა, ქვევრის გაცოცხლება, რომელიც ჩვენი კულტურის უზარმაზარი ნაწილია, ხელოვნებამდე აყვანა ღვინის წარმოების, შატოების გახსნა, ავსტრიიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან ტურისტების ჩამოსვლა და სამწუხაროდ, აფრენილ ჩიტს რომ ტყვიას მოარტყამ, ისე გაჩერდა ყველაფერი 2012 წელს. ქიზიყში არ ყოფილა ბატონ-ყმობა, 21-ე საუკუნეში დაგვიწესეს ბატონ-ყმობა. თქვენებურად, კახურად შემოჰკარით და გადავაგდოთ ეს ბატონ-ყმობა, რომ ჩვენს შვილებს მომავალი დავუბრუნოთ",- განაცხადა ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
***   (27.10.2020)
ვნახოთ ვის შემოჰკრავენ 31–ში.

გალელი   (26.10.2020)
მეც დაგეხმარებით. ულვაშებს გაუპარსავ

კახელი   (26.10.2020)
ოხ ერთი შენი თავი მომცა ბნელ კუთხეში გაჩვენო კახურად დადება რას ჰქვია შე თახვო შენა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×