რეზონანსი
26.10.2020

ბადრი ესებუას სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ინფორმაციას მისი ბიძა ადასტურებს. ესებუების სახლში, სოფელ გრიგოლიში პოლიციელები გასულ ღამეს იმყოფებოდნენ, თუმცა უცნობია ამოიღეს თუ არა მათ რაიმე ნივთმტკიცება.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სამხედრო ბადრი ესებუა სწორედ ის პირია, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ესებუას ბიძა, მამია ივარდავა "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ მისი დისშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა და უკვე 1 წელია სენაკის სამხედრო ბაზა დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×