რეზონანსი
26.10.2020

სა­მე­დი­ცი­ნო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და გა­მო­ძა­ხე­ბა­თა მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, ამი­რან გო­გი­ტი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქა­ლაქ რუს­თავ­ში 21 წლის მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი გუ­ლის უე­ცა­რი გა­ჩე­რე­ბა გახ­და.

მი­სი­ვე თქმით, მა­მა­კა­ცი კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი იყო.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი იყო კო­ვიდ­გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი, 3 ოქ­ტომ­ბერს იგი მო­თავ­სდა სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტის გამო, სა­კა­რან­ტი­ნე პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ მოხ­და მისი "პი­სი­არ" ტეს­ტი­რე­ბა და და­უდ­გინ­და კო­ვი­დინ­ფექ­ცია.

შემ­დგომ­ში კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში მას­ზე ექი­მი მეთ­ვალ­ყუ­რე­ობ­და, პრო­ტო­კო­ლით გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დის შემ­დეგ 25 ოქ­ტომ­ბერს გა­წე­რეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი იყო და მას არ დაკ­რძა­ლა­ვენ პრო­ტო­კო­ლის მი­ხედ­ვით.

დღეს იგი გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში ას­რუ­ლებ­და სა­მუ­შა­ო­ებს, გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი ამ ეტაპ­ზე მი­იჩ­ნე­ვა გუ­ლის უე­ცა­რი გა­ჩე­რე­ბა. თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მოკ­ვლე­ვა", - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ტი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რუს­თავ­ში 21 წლის ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მელ­მაც კო­ვიდ­სას­ტუმ­რო გუ­შინ და­ტო­ვა. ის ან­სამ­ბლ "თუ­თარ­ჩე­ლას" წევ­რი იყო.

წყარო: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×