რეზონანსი
26.10.2020

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი, ბადრი ესაბუა დაკავებულია - ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი არხი" ავრცელებს. შსს-ში 20.00-ზე სპეციალური ბრიფინგი ჩაინიშნა, განცხადებას სავარაუდოდ შს მინისტრის მოადგილე გააკეთებს.

ზუგდიდში ზაქარაიას ქუჩაზე ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ტარიელ ჯანაშიას საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს.

სავარაუდოდ, ბანკზე თავდამსხმელის დაკავების ოპერაცია ჩატარდა, თუმცა ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ სახლში აფარებდა ის თავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×