რეზონანსი
26.10.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში „საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარ დანაშაულს ტერორიზმის მუხლით იძიებს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.

ბორცვაძემ ამავე ბრიფინგზე დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ დანაშაული ბადრი ესებუამ ჩაიდინა, რომელიც მისივე ინფორმაციით, 1988 წელს არის დაბადებული.

ბორცვაძის განცხადებით, ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით აქტიური საპოლიციო სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×