რეზონანსი
27.10.2020

საინტერესოა როდის მოხდა ბადრი ესებუას იდენტიფიცირება? შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, ტერორისტის იდენტიფიცირება იმავე საღამოს მოხდა.

„თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოხდა იმავე ღამეს. დაუყოვნებლივ, იმავე დღიდან მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, რაც დღესაც გრძელდება.

ჩვენ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი. რადგან მისი ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში ვაწყდებოდით პრობლემებს და ეს ადამიანი თავდასხმის შემდეგ იმალებოდა და დღესაც იმალება. შესაბამისად, ჩვენს მიერ ფოტოების საჯაროდ გავრცელება იქნებოდა მიზეზი, რომ ლატენტური გამხდარიყო და მისი დაძებნა უფრო გართულებულიყო“, – განმარტა ბორცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×