რეზონანსი
27.10.2020

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბენ, რჩევებს სთავაზობს. პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თაც სიმპტო­მე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ, ან მცი­რე­სიმპტო­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბათ. ცერ­ცვა­ძის თქმით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა, მოძ­რა­ო­ბა და სწო­რი კვე­ბა:

"თუ თქვენ ხართ უსიმპტო­მო, ან მცი­რე­სიმპტო­მი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ასე­თებს ვტო­ვებთ ბი­ნა­ზე, პრინ­ციპ­ში არ გჭირ­დე­ბათ არა­ნა­ი­რი მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა.

რჩე­ვე­ბი იქ­ნე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რი: მი­ი­ღოთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე­ე­ბი, ამას­თან სი­თხის ნა­წი­ლი, სა­სურ­ვე­ლია იყოს სუფ­თა წყლის და არა წვე­ნე­ბის, ან სხვა სა­ხით. მე­ო­რე - იმოძ­რა­ვეთ, უძ­რა­ო­ბა ხელს უწყობს ზო­გი­ერ­თი გარ­თუ­ლე­ბე­ბის, მა­გა­ლი­თად თრომ­ბო­ე­ბო­ლი­ის რისკს. თუ თქვენ ხართ უსიმპტო­მო, იგუ­ლის­ხმე­ბა, რომ არ ხართ ცუ­დად და შე­გიძ­ლი­ათ იმოძ­რა­ოთ, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სი­ა­რუ­ლი, აე­რო­ბი­კა, ჩა­ბუქვნე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მოძ­რა­ო­ბა.

ამის გარ­და, თუ თქვენ გაქვთ ტემ­პე­რა­ტუ­რის მცი­რე მო­მა­ტე­ბა, შე­გიძ­ლი­ათ სახ­ლში მი­ი­ღოთ სი­ცხის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ თუ 38 გრადუსზე ნაკ­ლე­ბია ტემ­პე­რა­ტუ­რა, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მი­ღე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კვე­ბა - მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბით იკ­ვე­ბოთ, ნაკ­ლე­ბი იყოს მა­რი­ლი, შა­ქა­რი, ნაკ­ლე­ბი იყოს ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მე­ბი - კა­რა­ქი ჩა­ნაც­ვლდეს ზე­თით, მიი­ღეთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის ბოსტნე­უ­ლი.

გამოიყენეთ ის პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ი­ცა­ვენ ან­ტი­ოქ­სი­დან­ტებს, C ვი­ტა­მინს, D ვი­ტა­მინს, თუ­თი­ას და სხვა. ამის გარ­და, სა­და­ვოა სა­კი­თხი, მი­ვი­ღოთ ვი­ტა­მი­ნე­ბი, თუ არა, არ­სე­ბობს გან­სახ­ვე­ვე­ბუ­ლი აზრი მსოფ­ლი­ო­ში. თუ მი­ვი­ღებთ D ვი­ტა­მინს, და­ახ­ლო­ე­ბით 2 ათა­სი­დან მაქ­სი­მუმ 5 ათა­სამ­დე ერ­თე­ულს, ცუდი არ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ჯო­ბია, გა­ვი­კე­თოთ ანა­ლი­ზი D ვი­ტა­მინ­ზე. C ვი­ტა­მი­ნიც დღე­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1 გრა­მი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ“, - გა­ნა­ცხა­და "პალიტრანიუსის" ეთერში ცერ­ცვა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×