რეზონანსი
27.10.2020

25 ოქტომბერს, საღამო ხანს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში  შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. “მერსედერსის“ მარკის ავტომობილი, სადაც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა, საავტომობილო გზიდან გადავარდა და ჯერ სარწყავ არხს შეეჯახა, შემდეგ - საცხოვრებელი სახლის ღობეს. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ 4 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ორი მგზავრი  სასწრაფოდ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ამ დრომდე სიკვდილს ებრძვიან. 

როგორც

ადგილობრივები ამბობენ, ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარეა, არადა, სახლამდე გარდაცვლილებს 500-600 მეტრი ჰქონდათ დარჩენილი. ავტომობილი გარდაცვლილ ნუკრი კოჩაძეს ეკუთვნოდა, მაგრამ იმ დროს საჭესთან ნუკრის ბიძა, მერაბ დევდარიანი იჯდა. ეს უკანასკნელი ადგილზე დაიღუპა, ასევე, ადგილზე დაიღუპნენ მერაბის და - მანანა დევდარიანი, მანანას შვილი - ნუკრი და ნუკრის 4 წლის ბიჭი - დათუნა. კლინიკაში სიკვდილს ებრძვიან ნუკრის მეუღლე და უფროსი ქალიშვილი. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად.

"შეძრულები ვართ ამ ამბით. როგორც შევიტყვეთ, საჭესთან მერაბ დევდარიანი იჯდა. ყველანი მისი ოჯახის წევრები იყვნენ. მერაბის და - მანანა გვერდით სოფელში, დიდველაში არის გათხოვილი. როგორც ჩანს, მისი სახლიდან მერაბის სახლში მიდიოდნენ. მანქანა არის მისი დისშვილის, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 2-3 კილომეტრში იყო მერაბის სახლი და ეტყობა იფიქრეს, უცებ მივალთო. სავარაუდოდ, ტრაგედიის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა, იქ ისეთი ადგილია, სხვაგვარად ავარია ვერ მოხდებოდა და ასე ვერც მანქანა დაზიანდებოდა. იქ ნახევარი მეტრის სიმაღლის სარწყავი არხია და მანქანა ჯერ მას შეეჯახა და მერე შეეჯახა ღობეს. 

მერაბი დაოჯახებული არ იყო. იგი ძალიან მშრომელი ადამიანი იყო, დისშვილები ძალიან უყვარდა და სულ მათთან ტრიალებდა. იმ დღესაც ერთად იყვნენ. მანანასაც ვიცნობდი, ძალიან კარგი ადამიანი იყო და მშრომელი ოჯახი ჰყავდა. დევდარიანების სახლამდე 500-600 მეტრი იყო დარჩენილი, თითქმის მისულები იყვნენ. ძალიან განვიცდით მომხდარს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" მერის წარმომადგენელი სოფელ დიმში ტარიელ ყიფიანმა.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×