რეზონანსი
27.10.2020

26 ოქტომბერს რუსთავში ახალგაზრდულ ანსამბლ "თუთარჩელას" სოლისტი, 21 წლის ნიკოლოზ მედოიძე კოვიდსასტუმროს დატოვების შემდეგ გარდაიცვალა.

სა­მე­დი­ცი­ნო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და გა­მო­ძა­ხე­ბა­თა მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ნიკა მე­დო­ი­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი იყო. მომ­ღე­რა­ლი 3 ოქ­ტომ­ბერს მო­თავ­სდა სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან კონ­ტაქ­ტის გამო. სა­კა­რან­ტი­ნე პე­რი­ო­დის გას­ვლის შემ­დეგ მას კო­ვი­დინ­ფექ­ცია პი-სი-არ ტეს­ტით და­უდ­გინ­და, რის შემ­დე­გაც მისი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გაგ­რძელ­და. პრო­ტო­კო­ლით გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ, 25 ოქ­ტომ­ბერს ნიკა მე­დო­ი­ძე ჯან­მრთე­ლი გა­ე­წე­რა კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­დან. ახალ­გაზ­რდის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი გუ­ლის უე­ცა­რი გა­ჩე­რე­ბა გახ­და. თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის ზუს­ტი პა­სუ­ხი ცნო­ბი­ლი არ არის.

ან­სამ­ბლ "თუ­თარ­ჩე­ლას" ხელ­მძღვა­ნე­ლის - თა­მარ ბუ­ა­ძის თქმით, ნი­კას კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას და კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში ყოფ­ნი­სას არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ ჰქო­ნია.

„ენით ვერ აღვწერ, რა შო­კი­რე­ბუ­ლი ვართ ამ ამ­ბის გამო. ან­სამ­ბლი ოჯა­ხი­ვით არის, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ვართ. ნი­კას დედა და უფ­რო­სი დაც ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი არი­ან... ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, ჩვენ ახლა რა­საც გან­ვიც­დით. ან­სამ­ბლში კო­ვი­დინ­ფექ­ცია ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და. მი­უ­ხე­და­ვად სა­კა­რან­ტი­ნე პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სა, ეს მა­ინც ვერ ავი­ცი­ლეთ - ან­სამ­ბლის ნა­წი­ლი და­ინ­ფი­ცირ­და. მათ შო­რის იყო ნი­კაც. ნიკა მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის წევ­რია, ამი­ტომ მან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პე­რი­ო­დი ოჯა­ხის­გან იზო­ლი­რე­ბით გა­ი­ა­რა. ამ პე­რი­ო­დის გავ­ლის შემ­დეგ, რად­გან ინ­ფექ­ცი­ა­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო, იგი კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. თუმ­ცა ამ სივ­რცე­შიც არ ჰქო­ნია გარ­თუ­ლე­ბა, თავს კარ­გად გრძნობ­და და სურ­და, რომ ცხოვ­რე­ბას დაბ­რუ­ნე­ბო­და. მაგ­რამ ცხა­დია, შე­სა­ბა­მი­სი პე­რი­ო­დის გავ­ლის გა­რე­შე არ გა­მო­უშ­ვეს. რო­გორც კი ნიკა კო­ვიდ­სას­ტუმ­რო­დან გა­მო­ვი­და, მე­ო­რე დღეს­ვე მე­გობ­რებს შეხ­ვდა - ან­სამ­ბლის წევ­რებს. ოთხი მათ­გა­ნი შე­იკ­რი­ბა ერ­თად და იქ მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. ნი­კამ, თურ­მე, რა­ღაც წა­მო­ი­ძა­ხა და გა­და­ვარ­და. ამ ბი­ჭე­ბი­დან ერთ-ერთი ექი­მია (ნიკა თა­ვა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და) და მან ნი­კას პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბა სრუ­ლად ჩა­უ­ტა­რა, მაგ­რამ - ამა­ოდ. სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ნიკა უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა“ - ამბობს თამარ ბუაძე.

წყარო: ამბები.ჯი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×