რეზონანსი
27.10.2020

ამირან გამყრელიძემ განმარტა რომელ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა და როგორია გარდაცვლილი პაციენტების ასაკობრივი მონაცემები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ბოლო მონაცემებით, 32 ათასზე მეტი ინფიცირებულიდან ასაკობრივი ჯგუფები ასე ნაწილდება.

„0-დან 1 წლამდე ჩვენ გვყავს 1%, 433 ინფიცირებული ბავშვი, 2-დან 18 წლამდე 13% (4058), 19-დან 29 წლამდე 16 % (5 000) და ყველაზე დიდი ჯგუფი გახლავთ 30-დან 59 წლამდე - 50% ინფიცირებულებისა მოდის ამ ასაკობრივ ჯგუფში (16 075). 60-დან 69 წლამდე არის 18% და 80 წელს ზემოთ გვყავს 2% ინფიცირებულების", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 70 წელს გადაცილებულ პაციენტებს შორის დაფიქსირდა.

„რაც შეეხება სიკვდილიანობას, 15% გარდაცვლილებისა გახლავთ 60 წელს ქვემოთ, 30% გახლავთ 60-დან 70 წლის ასაკში და 53,4% არის 70 წელს ზემოთ გარდაცვლილი პაციენტების", - აღნიშნა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×