რეზონანსი
27.10.2020

ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთში“ კორონავირუსისგან მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა. „რესის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი კვაისას მკვიდრი 81 წლის ქალია, რომელმაც სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა, მანამდე კი თვითმკურნალობას ეწეოდა.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ორმხრივი პნევმონია გახდა, რომელიც მძიმედ მიმდინარეობდა.

დღევანდელი მონაცემებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსზე ტესტი 132 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 64-ის პასუხი დადებითი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×